1 კვირა

1 კვირა — ათვლის წერტილი

1 კვირის ბაში

ბაში ჯერ არ ჩასახულა

1 კვირა: ათვლის წერტილი

  • შენ ხარ პირველ თვეში
  • ზომა: ჯერ ვერ განისაზღვრება
  • წონა: ჯერ ვერ განისაზღვრება
  • დარჩა 39 კვირა

ორსულობა და ორსულობის ათვლა არ იწყება იმ დღეს, როცა ტესტზე ორი ხაზი გამოჩნდება. პირველ დადებით ორსულობის ტესტზე ქალი ხშირად უკვე დაახლოებით 4 კვირის ორსულია.

შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ორსულობის პირველ ორ კვირაში ქალი ჯერ რეალურად ორსულად საერთოდ არ არის. უბრალოდ ექიმები ათვლის წერტილად ბოლო მენსტრუაციის პირველ დღეს იღებენ, რადგან ქალების უმეტესობას გვახსოვს, როდის დაგვეწყო ბოლო მენსტრუაცია, მაგრამ ზუსტად შეიძლება არ ვიცოდეთ, რომელ დღეს მოხდა ოვულაცია ან როდის შეხვდა კვერცხუჯრედი სპერმატოზოიდს. სპერმატოზოიდს ქალის რეპროდუქციულ გზებში დაახლოებით 5 დღემდე შეუძლია გადარჩენა, ხოლო კვერცხუჯრედი ოვულაციის შემდეგ დაახლოებით 12–24 საათის განმავლობაშია განაყოფიერებისთვის მზად, ე.ი. ნაყოფიერი დღეები მხოლოდ ოვულაციის ერთი დღე სულაც არ არის.

რა ხდება ამ დროს ქალის სხეულში?

პირველ კვირაში შენი სხეული ახალ ციკლს იწყებს. ბოლო მენსტრუაციის დროს შენი საშვილოსნოს შიდა ფენა ჯერ ჩამოიშალა, შემდეგ კი ნელ-ნელა თავიდან დაიწყო გასქელება. ეს ფენა მომავალში შეიძლება გახდეს ადგილი, სადაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მიმაგრდება.

ამასთანავე საკვერცხეებში მწიფდება ფოლიკულები. თითოეულ ფოლიკულში არის კვერცხუჯრედი, მაგრამ ჩვეულებრივ ერთ ციკლში ერთი ფოლიკული გამოირჩევა და სწორედ აქედან გამოდის კვერცხუჯრედი ოვულაციის დროს.

რა არის ოვულაცია?

ოვულაცია არის პროცესი, როცა საკვერცხიდან გამოდის მომწიფებული კვერცხუჯრედი. თუ ამ პერიოდში კვერცხუჯრედი შეხვდება სპერმატოზოიდს, შეიძლება მოხდეს ჩასახვა.

ოვულაცია ხშირად ხდება მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში, მაგრამ ყველა ქალის ციკლი განსხვავებულია. ამიტომ ზუსტი დღე მაინც ინდივიდუალურია. ზოგი ქალი ოვულაციას გრძნობს, ზოგი კი საერთოდ ვერ ამჩნევს. ორივე ნორმალურია.

თუ ზუსტად გინდა იცოდე შენი ოვულაციის დღე, ამისთვის ტესტებიც არსებობს. თუ ორსულობას გეგმავ, მეტი ინფორმაციის ქონა ყოველთვის დაგეხმარება.

ამ კვირაში

თუ ორსულობას გეგმავ, ეს ის დროა ფოლიუმის მჟავა ან/და პრენატალური ვიტამინების მიღება დაიწყო, ალკოჰოლსა და მოწევას თავი აარიდო, კარგად გამოიძინო, იკვებო, იმოძრაო და სტრესს მაქსიმალურად აარიდო თავი.

საჭირო ცოდნა

ყველა სტატია

რა ვჭამო I ტრიმესტრში

მკვებავი პროდუქტები ადრეული ორსულობისთვის.

პრენატალური ვიტამინები

რომელი ვიტამინებია მნიშვნელოვანი და როდის უნდა მიიღოთ.

როგორ მოვუარო თავს?

მარტივი რჩევები ყოველდღიური კეთილდღეობისთვის ორსულობის დროს.

ემოციური ცვლილებები

როგორ გავუმკლავდეთ ჰორმონალურ რყევებს სიმშვიდით.

გთხოვ, გაითვალისწინე: ეს გზამკვლევი შექმნილია საგანმანათლებლო მიზნით. ის არ ცვლის პროფესიულ სამედიცინო კონსულტაციას, დიაგნოზს ან მკურნალობას. თქვენი ან ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.